Friday, May 13, 2016

დღე მეოთხე

ტექნიკური მიზეზების გამო დროულად ვერ გავაკეთე კომენტარები ჩემს ბლოგში,თუმცა თავდაპირველმა სირთულეებმა გაიარეს და ამჟამად სრულად ვარ ჩართული სატრენინგო მუშაობაში .                                                                                                                                                   განსაკუთრებით საინტერესო იყო მესამე მეცადინეობა, რამაც საშუალება მომცა საკუთარი ძალებით შემექმნა სიგელები,მოსაწვევი ბარათები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სპორტულ ღონისძიებების დროს.                                                                          ამჟამად ვმუშაობ გუშინდელ, 12 მაისის დავალებებზე ,იმედია მასაც დროულად დავძლევ.    

Wednesday, March 20, 2013

პროექტის სახელწოდება
წინაპართა ნაკვალევზე
პროექტის იდეა
თემა:ლაშქრობა .მოსწავლეები აწყობენ ლაშქრობას წასწარ გგანსაზღვრული მარშრუტით
პროექტის აქტუალურობა
მოსწავლეები იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს .
პროექტის მიზნები
სხვადასხვა საგნებთან ინტეგრირებით მოსწავლეები დაეუფლებიან მარშრუტის შედგენას,განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის ,კომუნიკაციის,ფიზიკური დატვირთვის  დაძლევის უნარი.

მონაწილეთა ასაკი
VII-IX  
ვადები -ხანგძლიობა
ორი თვე
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლე აცნობიერებს საკვების ხარისხის და მისი რაოდენობის მნიშვნელობას მგზავრობისას.
სპორტული ფორმის შენერჩუნების მიზნით  მოსწავლეები ჩაბმულნი არიან ფიზიკურ აქტივობებში,ასევე აანალიზებენ მოსალოდნელ საფრთხეებს გარკვეულ სიტუაციებში /ერიდება ტრამვებს/ , იყენებენ ორიენტირების მეთოდებს,იცავენ როგორც პირად ,ასევე თანაგუნდელების უსაფრთხოებას

უნარ-ჩვევები

ამ პროექტზე მუშაობისას,  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური , შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი.
პროექტის რესურსები
ზურჩანთები, საწვიმრები,კომპიუტერული ტექნოლოგია,ჩანაწერებისათვის საჭირო ინვეტარი, მშრალი საკვები,ფოტოაპარატი, საგაზეთო ინვენტარი.

პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები მშობლების და სასკოლო რესურსების დახმარებით კერავენ ზურგჩანთებს და  საწვიმრებს.იმარაგებენ/ სპორტის და უსაფრთხოების პედაგოგის რეკომენდაციით /საკვებს ,სააფთიაქო ინვენტარს.
გეოგრაფიის,ინფორმატიკის და ისტორიის პედაგოგებთან თანამშრომლობით ადგენენ დასალაშქრავი ობიექტის წარმომავლობას და მისკენ მიმავალ მარშრუტს.
მოსწავლეები წინასწარ დასახული მარშრუტით,უსაფრთხოების წესების დაცვით,სპორტის პედაგოგთან ერთად ანხორციელებენ ლაშქრობას.
მოპოვებულ ფოტომასალას, პირადი ჩანაწერების ანალიზთან ერთად /შესაძოა ჩანახატები/
აქვეყნებენ სასკოლო გაზეთზე და ვებ-გვერდზე.